“გთხოვთ დაბრუნდით ძველი რეპერტუარით, მთელი ბავშვობა ხართ“

დებმა, ეკა და ია მანიჟაშვილებმა ცნობილი სიმღერის „მთვარე დამელოდება“ ახლებური ვერსიიდან ნაწყვეტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

მათი ჯგუფი 90-იან წლებში ცნობილი იყო სახელწოდებით „ემი“.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებენ თუ არა ისინი სიმღერის ახალი, სრული ვერსიის გამოშვებას, თუმცა კომენტარებში საზოგადოებამ ამის სურვილი გამოთქვა.

„არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ! დიდი სიყვარულით. გეფერებით“…„გთხოვთ, დაბრუნდით ძველი რეპერტუარით, მთელი ბავშვობა ხართ“…„ვაფრენდი ამ გოგოებზე, როგორ მინდოდა მათნაირად მცმოდა“.