“საზოგადოება, რომელიც ლაივ ვიდეოებს დებს ბათუმის გადაჭედილი კლუბებიდან, ექიმებს მორალს უკითხვას”

ექიმი დერმატოლოგი ნატა კორსანტია სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს ეხმაურება, ვინ ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამართულ კონფერენციაზე 400 ექიმის შეკრებას აკრიტიკებენ.

 

„ქართული საზოგადოება, რომელიც გუშინ ექიმებს ტაშს უკრავდა, დღეს ხელს იშვერს და მორალს უკითხავს!

საზოგადოება, რომელიც თვითონ 100 კაციან სელფებს იღებს დენდროლოგიური პარკიდან, კილომეტრიან საცობებს ქმნის, და ღია ცის ქვეშ 50 ექიმის შეკრება უკვირს!

საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ლაივ ვიდეოებს დებს ბათუმის გადაჭედილი დახურული კლუბებიდან და ფანჩატურში კონფერენცია აწუხებს!

ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა გადაუწყვიტოს ექიმს, სად იყოს, სად იმუშაოს, როგორ იმუშაოს, სად დაისვენოს, როგორ დაისვენოს, ან საერთოდ დაისვენოს კი?

საზოგადოება, რომელიც სალონში 100 ლარს ტოვებს, და ექიმთან 50 ლარის გადახდა არ უნდა!საზოგადოება, რომელიც თვითონ მშვენივრად ისვენებს გადაჭედილ სასტუმროებში, ბასეინების გარშემო ნებივრობს და ექიმებს დასცინის, გასარუჯად წავიდნენო!

საზოგადოება, რომელიც ვერ წავიდა „ევროპებში“, ვერ დაჩექინდა, ნიუზ ფიდსი გაუცარიელდა და მიზეზს ეძებს ცინიკური, მაგრამ აქტუალური პოსტი დადოს, მერე რა, რომ არც იცის რეალურად რა ხდება!

საზოგადოება, რომლისთვისაც 400 ექიმი უფრო შოკისმომგვრელად ჟღერს, ვიდრე რეალური 100!საზოგადოება, რომელიც, ღმერთმა დაიფაროს, გაჭირვების დროს სწორედ იმ ექიმს მიადგება, რომელსაც დღეს ასე ლამაზად განიხილავს.

სურათზე ჩაქვის კონფერენცია, ბოდიში, 400 ექიმი ვერ ჩავტიე“- წერს ნატა კორსანტია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 568 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 1 279 და გარდაცვლილია 19 პაციენტი.