“მას არასდროს ვეჩხუბები, მირჩევნია წონა შევიცვალო ან კარიერა დავასრულო“

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიას ძმის, ალექსანდრე თოფურიას შესახებ ისაუბრა.

UFC 312-ზე, რომელიც ავსტრალიაში გაიმართება, ალექსანდრე კოდი ჰადონს დაუპირისპირდება. მერაბის თქმით, იგი სიდნეიში გაემგზავრება და თოფურიას მხარს დაუჭერს.

“ახლა ავსტრალიაში გავემგზავრები და ილიას ძმას მხარს დავუჭერ, მას ალექსანდრე თოფურია ჰქვია და იგი ჩვენი გაუმჯობესებული ვერსიაა. ალექსანდრე თოფურიათი ძალიან აღფრთოვანებული ვარ. არ ვიტყვი, რომ ის ილიაზე უკეთესია, მაგრამ ჩემზე უკეთესი რომ არის, ეს დანამდვილებით ვიცი. ალექსანდრე ძალიან ძლიერია, ამ წონაში ვერავინ დაამარცხებს. მას არასდროს ვეჩხუბები, მირჩევნია წონა შევიცვალო ან კარიერა დავასრულო“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.