ტრაგედია თამარ ჩერგოლეიშვილის ოჯახში

თამარა ჩერგოლეიშვილი პოსტს აქვეყნებს.

ახალციხეში მივდივართ მთელი ოჯახი.

რუსო ბებია უნდა დავკრძალოთ.

ჩემს დასთან და სიძესთან ვზივარ.

მეთქი გაასწარი კატაფალკას, რომ მოვწიოთ სანამ დაგვეწევა.

მანქანაში მოწიეო.

მეთქი, აუუუ ეხა გიგაც მოწევს.

ნუ ხო … თამუნას სხვისი სიგარეტის სუნი არ უყვარს, სხვა სუნი აქვს სხვის სიგარეტს …

მეთქი გიგა, შენ თუ ინტრიგანი არ ხარ, სხვისი სიგარეტის სუნი ვის უყვარს?

ხო მართლა, ვის უყვარს სხვისი სიგარეტის სუნი – ამყვა ჩემი და.

რა ოჯახი ხართ თქვენ ტოო… ბუტბუტებს ჩემი სიძე.

ამასობაში კატაფალკამ ისე დაგაზა, ვერ ვეწევით.

სანამ ბებია მყავდა, თავად ბებიას, თავი მაინც შვილიშვილი მეგონა.

შვილიშვილი აღარ ვარ.

ეპოქა დასრულდა.

პირველად ვნახე ფიზიოლოგიური სიკვდილი.

გაილია ბებიაჩემი.

აი ასე, აიღო და გაქრა.

ბოლომდე საღ გონებაზე იყო, ხვდებოდა რომ ილევა და ნერვიულობდა – 92 წლის იყო, მაგრამ ძალიან უნდოდა სიცოცხლე.

ლეილაზე გაბრაზებული ვარო – ამას წინათ გამომიცხადა.

რატომ ბები მეთქი და არ მპრანჭავსო.

ვის ეპრანჭები მეთქი და როგორო, ხო თქვი გიგა უნდა მოვიდესო და მე გამოპრანჭული არ ვარო.

”მოვყვები ხოლმე ბებიაჩემზე, როცა მომენატრება 🖤“