“გოდოლაძე დიდი ხნის წინ იყო დასაჭერი, როცა წლების მანძილზე დაბალ სიდიდეზე თვლიდა სეისმურ საშიშროებას”

ნინო წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თეა გოდოლაძის მიერ ქვეყნის დატოვებას ეხმაურება.

გული მერევა ადამიანებზე რომლებიც სიტუაციით სარგებლობენ და თავიანთი ბინძური საქმეების შეფუთვას შექმნილი პოლიტიკური სიტუაციით ცდილობენ.

როგორც ქალი ქალს მთელ რიგ საკითხებში თანავუგრძნობ, მაგრამ როგორც სპეციალისტი სეისმური მონიტორინგის როგორც ირკვევა ყოფილი უფროსი გოდოლაძე დიდი ხნის წინ იყო დასაჭერი, როცა წლების მანძილზე დაბალ სიდიდეზე თვლიდა სეისმურ საშიშროებას თავის შემქმნელთან ერთად , ვგულისხმობ ნაძირალა ზურაბ ჯავახიშვილს და მათსავე დაარსებულ კომპანიაში ” სეისმურ კონსალტინგში” უამრავი ფული აკეთეს ყველა მთავრობის პირობებში.

როცა ენაგადმოგდებული, არაშემდგარი მათემატიკოსი, გაჭირვებულ სამებზე და ოთხებზე რომ დაამთავრა უნივერსიტეტი, საუბრობდა თორმეტივე სტიქიაზე, გეოლოგიც იყო, გაომორფოლოგიც, ჰიდროლოგიც, მეტეოროლოგიც, ინჟინერიც, ენერგეტიკოსიც და რა ვიცი კიდევ რა, როცა ყეფდა მერიის მიერ გაცემულ 300 ლარიან გეოლოგიურ დასკვნებზე ( შეიძლება ასეც არის, უბრალოდ მე ეს საბუთი არ მაქვს) პარალელურად ყველანაირად აფერხებდა ახალი სეისმური საშიშროების რუკის მიღებას სხვადასხვა ინტრიგებით, ცხადია მშენებლობაში გაბატონებულ კლანთან ერთად.

ეს მასალები ბევრჯერ მივაწოდე ოპოზიციურ არხების ამა თუ იმ ჟურნალისტებს, მაგრამ აქაც იგივე პრინციპები მოქმედებს. ძაღლი ძაღლის ტყავს არცერთ მხარეს არ დახევს.
სიმართლიანობაზე საუბარი პოზაა, რეალობაში არც არავის აინტერესებს.

ნეტა რაზე აპირებს ბრძოლას საზღვარგარეთიდან, როგორ ეწინააღმდეგებოდა საქართველოში ნამახვანის მშენებლობას მთავრობის ჩანერგილ სასტავთან ერთად?

როგორ იყენებდა გეოფიზიკის ინსტიტუტის სახელს რომ დაებლოკა რუკა?

როგორ არ აწვდიდა მონაცემებს ინსტიტუტს ვიდრე ჩემმა წერილებმა და განცხადებდბმა არ აიძულა მონაცემები საერთაშორისო ბაზაში აეტვირთა საიდანაც ირკვევა რომ ბევრი სადგური არ მუშაობს თუ რა რაზე აპირებს ბრძოლას?

გიდოლაძისნაირი ადამიანებისგან გათავისუფლება საერთოდ არ არის ტრაგედია, პირიქით უკეთესია.

თუ გოდოლაძე- ჯავახიშვილის ტანდემი მოცილდება მონიტორინგს უკეთესი იქნება იმ შემთხვევაში თუ იქ სათავეში ილიაუნის რომელიმე წესიერი კადრი მოვა. ადგილიბრივი თანამშრომლებიც გაიხარებენ და გეოფიზიკის ინსტიტუტსა და დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტს შორისაც აღდგება კავშირი, დარგიც უკეთესად განვითარდება.

მე ჩემი მხრიდან ვულოცავ მონიტორინგისა და დში ის თანამშრიმლებს ამ საშინელი დედაკაცისგან გათავისუფლებას და ვუსურვებ წარმატებებს, პირველ რიგში საქართველის გამარჯვებას და ქოცების გაყრას, მერე კი რეფორმას განათლებასა და მეცნიერებაში.”