მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს.
მათი ინფორმაციით, ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.
კიდევ ერთი “პასეანსელი” ცუცა კაპანაძე ემოციური პოსტით ემშვიდობება კოლეგას, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს.
“ალეკო როგორ გვატკინე ყველას გული, როგორ ვანუგეშო შენი ლამაზი ოჯახი, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს ისე მიჭირს შენზე წარსულში საუბარი, 48 წელი ერთად თეატრში, პა-სეანსი, იუმორინა, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე ჩამოსული რომ ვიყავი, ტელევიზიაში ვერ შეძელი მოსვლა და მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო, გითხარი ამაღამ მივფრინავ და ბოდიში, მაგრამ მალე ვბრუნდები და მერე ხშირად გნახავ მეთქი… ჩამო, ჩამო ჯიგარო დავუბრუნდეთ თეატრს და ტელევიზიას გეყო ამერიკაო. რამდენი კარგი ამბავი და კურიოზი მახსენდება ახლა ჩვენზე ჩემო უნიჭიერესო და კეთილო მეგობარო. მშვიდობით ჩემო კარგო სასუფეველი შენს სულს შევხვდებით იქ სადაც მართალნი განისვენებენ” – წერს ცუცა კაპანაძე.