“მყავს ორი შვილი აუტიზმის სპექტრით… ერთი შვილი დამეღუპა, აივნიდან ჩავარდა, ბავშვების დედა არ დაბრუნდა, ბავშვის საფლავიც არ იცის“

„მყავს ორი შვილი, აუტიზმის სპექტრით, ვარ მარტოხელა მამა… ერთი შვილი დამეღუპა, აივნიდან ჩავარდა, ბავშვების დედა არ დაბრუნდა, ისიც არ იცის სად არის ბავშვის საფლავი… არაფრის არ მეშინია“, – ამის შესახებ თათია სულუაშვილის გადაცემის, „თათიას გმირების“ პირველი გადაცემის სტუმარი,

მარტოხელა მამა, ბორის ჩაგუნავა საუბრობს.

ბორის ჩაგუნავა, რომელიც ორ შვილს მარტო ზრდის, გადაცემაში ამბობს, რომ შვილების დედამ და მეუღლემ მიატოვა და ღარ დაბრუნებულა. ემოციურ ინტერვიუში გადაცემის გმირი განვლილი ურთულესი ცხოვრების შესახებ უყვება მაყურებელს:

„რომ შემოვედი ბავშვი უკვე ჩავარდნილი იყო, ძალიან ძნელია, 8 წელი გავიდა… ლერიკოს, როცა ვუყურებ სულ ლუკა მახსენდება… ჩემი მთავარი მიზანი არის ბავშვები ფეხზე დავაყენო და არ ჰქონდეთ ისეთი რთული

ცხოვრება, როგორიც მე მქონდა“, – ამბობს მარტოხელა მამა.