“ვინც მშობლის ფასი არ იცის, როგორ უნდა მოთხოვო ან ქვეყნის სიყვარული ან სხვისი დაფასება”

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება შრომობდა,არ ჰქონია არანაირი თანამდებობა, თავის პატარა ბიზნესს აწყობდა, ოჯახზე ზრუნავდა, მეგობრებს ხელს უმართავდა, ნათესავებს აფასებდა, სხვისი სიკეთით ხარობდა, ჩემთვის ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა იყო და არის. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მასზე ჭკვიანი, გონიერი, კეთილი და შრომისმოყვარე სხვა ვინმე იყოს.
ვინც მშობლის ფასი არ იცის, როგორ უნდა მოთხოვო ან ქვეყნის სიყვარული ან სხვისი დაფასება.”
-წერს თოქმაჯიშვილი.