“გვარამია აშკარა ხედავს, რომ “მთავარ არხზე” გავლენას კარგავს და მასთან ერთად პოლიტელიტის აღთქმულ მომავალსაც”

ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ მთავარი არხის” ეთერში რომ ყოჩობს ნიკა გვარამია, წამყვანს ებაქიბუქება და ნატო ჩხეიძის გვარსა და სახელს თავის გემოზე ახსენებს, მოიკრიბოს საჯარო პასუხისმგებლობა, თუ ასეთი რამ გააჩნია, ჩემთან ერთად მოვიდეს პირდაპირ ეთერში და კალმისტრის მაგიდაზე კაკუნის ხალისი სადამდე ეყოფა, იქვე გაირკვევა:))

პ.ს. გვარამია აშკარა ხედავს, რომ “მთავარ არხზე” გავლენას კარგავს და მასთან ერთად პოლიტელიტის აღთქმულ მომავალსაც…
და შესაბამისად, აჭრილია.
გაბედოს და პირისპირ დამელაპარაკოს.
იქ გამოიჩინოს თავი, თუ ბიჭია!..:))
პ.პ.ს. ცხადია, ოპოზიციური ტელემედიის ეთერს ვგულისხმობ.”