ეკა ნიჟარაძე ყველასთვის საყვარელი მსახიობია. გარდა ნიჭიერებისა, მისი განსაკუთრებული გარეგნობა და შარმი ყოველთვის ცალკე კომპლიმენტს იმსახურებს. გადაცემა „პრაიმშოუში“ სტუმრობისას მან საკუთარი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრა:
„არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. ვამოწმებ ხოლმე ჩემს თავს. უფრო ფოტოზე ვატყობ ცვლილებებს, რაც ძალიან არ მომწონს. ვცდილობ, არ გადავიღო და არ დავდო. როცა ჩემს თავს ვუყურებ, ვხედავ, როგორც ახალგაზრდობაში. ფოტოს რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ იქიდან მიყურებს არა გოგო, რაც სიმართლე გითხრათ, არ მსიამოვნებს. მკითხეს, სცენაზე თუ გიშლის ხელს სილამაზეო. მსახიობი ქალისთვის კომპლიმენტი რა არის? როცა შემოდიან და გეუბნებიან, რა კარგი სცენა იყოო, მაგრამ როცა გეუბნებიან, რა ლამაზი იყავიო, იქ მთავრდება ყველაფერი. ცუდად ვუვლი თავს, სიმართლე გითხრათ…“ – აღნიშნა ეკა ნიჟარაძემ.