ფეისბუქმომხმარებელი გიორგი ლაბაძე სოციალურ ქსელში არქივიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჟურნალისტ ეკა ხოფერიას გადაცემაში ერთ-ერთ სტუმრად გრიშა ონიანია მიწვეული.
“თუ ჩემს სათქმელს არ მათქმევინებ, აქედან პირდაპირ წავალ თავისუფალ ეთერში, დავჯდები და მთელი საღამო თქვენზე უნდა ვილაპარაკო“, – უთხრა გრიშა ონიანმა ეკა ხოფერიას.
“სტალინი კი არ არის ეპოქის მოვლენა, სტალინი კი არ არის, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, ჩვენ სოციალიზმს უნდა ვებრძოლოთ”, – აცხადებს გრიშა ონიანი ინტერვიუში.