ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ვრცლად საუბრობს, უნდა ამოვიღოთ თუ არა საკვები რაციონიდან პური სრულად:
– ზოგადად, არც ერთი პროდუქტი რაციონიდან სრულად არ უნდა ამოვიღოთ. თუმცა, ზომიერების შეგრძნებამ არ უნდა გვიღალატოს. ძირითადად, პურს წონის კლების მიზნით ელევიან. ეს გეგმა მაქსიმალურად რეალური უნდა იყოს. მერწმუნეთ, საკვები რაციონიდან პურის სრულად გამორიცხვა ხშირ შემთხვევაში, დიდხანს ვერ გასტანს. დროთა განმავლობაში, მისი მირთმევის სურვილი მაინც გვიჩნდება. შესაბამისად, ამდენი ხანი არ მივირთმევთ, შეიძლება შემდგომ ჩვენი თავი ვეღარ გავაკონტროლოთ და საკმაოდ დიდი რაოდენობით მივიღოთ. ეს ერთგვარი ბუმერანგის ეფექტია და ხშირად ნამატიც არ აყოვნებს. ეს მხოლოდ პურზე არ ვრცელდება.