“ყველას თავისი პატარა ჰყავს…“ – ლაშა ბექაურმა ბოკვერი მოინახულა

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ცნობილი ბოკვერი, ბუბუ მოინახულა. ძიუდოისტმა შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„გაიზარდა პატარა. მადლობა ჩვენს ზოოპარკს, ასეთი კარგი ზრუნვისთვის.

ყველას თავისი პატარა ჰყავს“, – დაწერა ბექაურმა.