“ყველა სფეროში ვკაშკაშებთ ქართველები”

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი ალექსანდრე თოფურიას გამარჯვებას ეხმაურება.

“ყველა სფეროში ვკაშკაშებთ ქართველები! რამხელა სიამაყეა! ვულოცავ ყველას ალექსანდრეს გამარჯვებას! რამდენი ქართველი ვარსკვლავი გვყავს UFC ში საქართველოს გაუმარჯოს!”, – წერს ნინი შერმადინი.