სოციალური ქსელის მომხმარებელი თიკო კვალიაშვილი 18 თებერვლის, თბილისი _ ტორონტოს რეისის მგზავრს მიმართავს და ძაღლის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს:
“წერილი უცნობ მგზავრს
თუ შენ ამ წერილს კითხულობ..
18 თებერვლის, თბილისი _ ტორონტოს რეისის მგზავრო ( Turkish airlines).
რომელსაც შენი კატა მიგყავს საბარგო განყოფილებით..
გემუდარები დაიმგზავრე სალონით, რათა საბარგო განყოფილებაში დაუშვან სიმწრით გადარჩენილი ძაღლი როდი, რომელმაც უდიდესი ტანჯვა და ტკივილი გამოიარა .
სამწუხაროდ კატას და ძაღლს ერთ განყოფილებაში არ ამგზავრებენ.
თუ თანხაშია განსხვავება ავანაზღაურებ.
უკვე ორჯერ იყო აეროპორტში ძაღლი და ვერ წავიდა ოჯახამდე.
ეს მისი ბოლო შანსია .
შანსი, რომ ჩავიდეს სახლში.
არ მინდა ისევ ქუჩაში დაბრუნდეს.
სამწუხაროდ არ გასცემს ავიაკომპანია მგზავრის შესახებ ინფორმაციას, თორემ დაგირეკავდი და მუხლებში ჩაგივარდებოდი.
მინდა იცოდე უცნობო მგზავრო, რომ ჩემთვის სიკვდილ სიცოცხლის საკითხია როდის ოჯახამდე ჩაყვანა.
თუ ამ წერილს კითხულობ გთხოვ მიიტანე გულთან ჩვენი ამბავი და გადამარჩენინე ეს საოცარი ძაღლი.
ჩემო მეგობრებო გთხოვთ გააზიარეთ ეს პოსტი..
იქნება ვიპოვო მგზავრი – წერს თიკო კვალიაშვილი.