2012 წელს პროექტ “ნიჭიერში“ გამარჯვებული 16 წლის ვანო ფიფია ალბათ ყველას ახსოვს.
მან თავისი ნამღერით მთელი დარბაზი ფეხზე დააყენა.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ნახეთ როგორ გამოიყურება ის დღეს.
ერთოთახიანი ბინა, რომელიც პროექტში გამარჯვების შემდეგ ბათუმში მაჩუქეს, გავყიდე. ბოლო ოპერაციის დროს ფული დამჭირდა და სხვა გზა არ მქონდა. გული არაფერზე მწყდება, დღესაც მცნობენ. ხანდახან ტიკ-ტოკზე შევდივარ, ვერთობი, ვსაუბრობ ადამიანებთან. ჩემი პენსიით ვირჩენთ თავს, დედა მუშაობს ხოლმე თხილის კრეფის დროს, მეც ვეხმარები. ფიზიკური შრომა შემიძლია, მას შემდეგ, რაც ოპერაცია გავიკეთე, ბევრი წელი გავიდა და ცოტა მეტყობა, მაგრამ სიარული, ყველაფერი შემიძლია. იმაზე უკეთ ვარ, ვიდრე ვიყავი” – ამბობს ვანო ფიფია.