“ამასობაში, იმდენი მაძახეს ძალიან გახდი, არ გიხდებაო, 6 კგ მოვიმატე… ჰოდა, ხვალიდან დიეტაზე ვარ… განახებთ და გასწავლით, როგორ დავიკლებ ამ 6 კგ-ს ოპერაციის გარეშე”– წერდა თიკა ჯამბურია საკუთარ გვერდზე. მან გამომწერებს საკუთარი კვების რაციონიც გაუზიარა:
“ოთხ ცალ მოხარშულ კვერცხს და სუპს ვანაწილებ მთელ დღეზე. საღამოს, მაქსიმუმ 8 საათზე, ვჭამ ჩიას, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კლების დროს აუცილებელია, მიიღოთ ბევრი წყალი”, – წერს თიკა.