ზაქარია ჭელიძე მამა გახდა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“მამა გავხდი ხალხნოოოოოო
ჩემი ბედნიერება ვიცი ძალიან გაგახარებთ , ზოგს გაუკვირდება , ზოგი არ დაიჯერებს რადგან მე ამდენი ხანი ვმალავდი ამ ამბავს . ვინც მიცნობს იცის რომ ყველა ჩემს გადადგმულ ნაბიჯს ვაზიარებ და ეს ამხელა ბედნიერება არ მოვყევი არსად
40 წლის ასაკში გავხდი მამა
არაჩვეულებრივი გაბრიელ ჭელიძე გვყავს მე და თეონა ჩემია
დღეს გაბრიელი უკვე 40 დღის გახდა და რაღაცნაირად უკვე მზად ვარ მოგიყვეთ .
იმდენი ტექსტი მაქ თავში მარა მინდა მოკლედ გითხრათ რომ მას რომ ვუყრებ და ვაცნობიერებ ეს რამხელა საჩუქარი მივიღეთ ჩემთვის ჩუმად ვფიქრობ ალბათ სწორად ვიცხოვრე თქო . მე როცა პირველად ჩავაბარე აღსარება და მივიღე ზიარება მალევე გავიგე რომ გაბრიელი მოდიოდა გზაში იყო .
როცა ვუყრებ დიდხანს ცრემლები მომდის რადგან ყველა წინაპარის სახეს ვხედავ მამაჩემის ბაბუებია ბებიების დედის გენეტიკა რა საინტერესო რამეა .
თავიდან შიშიმა შემიპყრო ვაიმე რამე რომ მომივიდეს რა ვქნა თქო მარა მიხვდი რომ როცა შვილი გყავს მშობლის ანგელოზი გიცავს და რაღაცნაირად ყველფერი რიგზეა .
არ მახსოვს ჩაცმა სადმე წასვლა მინდა სულ მასთან ტრაკის პუდრის სუნი ამდის მარა ისე მომწონს ეს , თუ ცოტა ვლამაზდები მინდა მისთვის რომ გაასწორებს ფოკუს რამე საშინელება არ დავხვდე
ხოდა ბევრი ბევრი რამ მინდა დავწერო და აუცილებლად გავაკეთებ დროთა განმავლობაში .
მადლობა მინდა უთხრა თეონას . ქალი რასაც 9 თვის მანძილზე გადის ეს ენითაუღწერელი სიმამაცეა და მშობიარობა სრული სიგიჟეა მე არ ვიცი რა ძალა გაქვთ ქალებს . ნუ მშობიარობის შემდეგი პერიოდი ასევე ძალიან რთულია ემოციურად და მადლობა ამ გამძლეობისთვის და ბრძოლისთვის .
გაბრიელს მე მოვიყვები მერე ერთი ერთზე რომ
წერომ ნამდვილად არ მოიყვანა და რა გზა გაიარა აქ სანამ ჩამოვიდოდა
ხოდა კიდე იცი რა მინდა უცებ ვთქვა ჩემს მშობლებს დიდი მადლობა ეს რა გაგიკეთებიათ ჩემთვის რომ მე დღეს ვარ
ამას ახლა კიდე უფრო ვხვდები და ვაფასებ .
მახსოვს მუცლიდან რომ
ამიყვანეს რამდენიმე წამი მისი ხმა არ გამიგია ტირილის და მაშინ მართლა მთელმა 40 წელმა გამირბინა თვალებში და ისეთი იკივლა რომ მივხვდი აქ ვარ ახლა და მის გვერდით .
მადლობა ჩემს ანთებულ გულითად ოჯახის წევრებს ჩემს უსაყვარლეს მეგობრებს მადლობა ადამინებო რომ სულ ჩემს გვერდით ხართ . მე სულ სულ მიყვარხართ და სულ სულ ვლოცულობ თქვენი კეთილდღეობისთვის
ის რომ გაბრიელი ასეთი ბიჭია მადლობა თითოეულ ექიმს ვისთანაც ჩვენ მოგვიწია შეხება .
განსაკუთრებული მადლობა Angel Hris თეას და სოფის ბილს შეუძლებელს აკეთებენ მისთვის თქვენ თავი სამყარომ გამოგზავნა გაბრიელს Lalo Nebieridze შეუფასებელია შენი გვერდშიდგომა Giorgi Gabunia
Maka Metreveli Zura Mgaloblishvili Lela Ekhvaia Zurab Shevardnadze Akaki Gubelidze Tata Chemiaყოველი დღისთვის და ასეთი მხარდაჭერისთვის ძაან გამიჭირდებოდა უთქვენოთ
ჩემს მამა ევდემოზს და მამა იოანეს მუდამ ლოცვისთვის
მიყვარხართ და მადლობა მეგობრებო რომ
მე მამა ვარ ბედნიერი და ძლიერი
უი ხო მეკითხებოდა ბევრი სუროგაცია არის ? ხელოვნური არის ?
არა მადლობა ღმერთს ჩვენით შევძელით მაგრამ
იცით რა მე რასაც ეხლა განვიცდი ამ ბედნიერებისთვის რასაც გინდათ იმას მიმართეთ და თუ მოვა თქვენთან არ ინანებთ
ხოდა ვის გავს და რაღაცეები არ მაინტერესებს რადგან ჯანმრთელი იყოს და ადამინები უყვარდეს მეტი არაფერი მინდა .”