“ვიდრე სურვილები არ ახდება, მირჩევნია ყველაფერი ჩემთვის შევინახო”

ამერიკაში მცხოვრები ინფლუენსერი კესო პოსტს აქვეყნებს.

7 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა პირველად დავდგი ფეხი ამერიკის მიწაზე ❤️
შვიდი საოცარი წელოწადი, თავისი დაცემებით და ხელახლა წამოდგომით სავსე, რომელმაც ისე გამზარდა, ისე შემცვალა, იმხელა გამოცდილება შემმატა, ვერასოდეს რომ ვერ ვიფიქრებდი.

ამ ქვეყანამ და განვლლმა წლებმა მომცა შესაძლებლობა, ამეხდინა ყველაზე სანუკვარი ოცნებები. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომცა შესაძლებლობა, მეცხოვრა ამ დიდებულ ქვეყანაში და მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, რომელიც დამეხმარა ჩემი ყველა ჩანაფიქრი მექცია რეალობად. დღეს და ახლა მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, რომელიც ვიცი, რომ აუცილებლად მალე ახდება, რადგან ზღაპრის ბოლო კეთილია. ეს სიკეთე წლების წინ უნდა ასრულებულიყო, მაგრამ ღმერთმა უკეთესად იცის, ვის ცხოვრებაში როდის და რა უნდა მოხდეს. ახლა ჩემს გულში ქარიშხალი ტრიალებს, რომელიც მჯერა, მალე ჩადგება და დღევანდელ დღეს ვიცი, ორჯერ მექნება გრანდიოზული მიზეზი იმისთვის, რომ ყოველ წელს, 11 თებერვალი, ჩემი მეორედ დაბადება, უდიდესი სიხარულით აღვნიშნო.

ამ სიხარულის მიზეზზე მალე მოგიყვებით, რადგან ვიდრე სურვილები არ ახდება, მირჩევნია ყველაფერი ჩემთვის შევინახო და უკვე რეალობად ქცეული ოცნების სიხარული კი, თქვენთან ერთად გავიზიარო. მიყვარხართ 🙏🥹❤️

Happy 7th anniversary, Keso! You did the great job! სულ შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ძალიან მაგრები ხართ, რომ თქვენ ეს შეძელით! ❤️

თქვენც თუ ხართ ან ყოფილხართ ემიგრანტი, ოდესმე გინანიათ ამ ნაბიჯის გადადგმა? რა მოგცათ ან წაგართვათ ემიგრაციამ? ან თუ დაბრუნებულხართ სამშობლოში, რამდენი წლის შემდეგ?”

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1143217920587826&set=a.571670497742574