გია სურამელაშვილმა მოსკოვში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა

რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, მოს­კოვ­ში გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის კონ­ცერ­ტე­ბი აღარ გა­ი­მარ­თე­ბა. სამი სა­ღა­მო, რო­მე­ლიც მარ­ტში იყო და­გეგ­მი­ლი მომ­ღე­რალ­მა გა­ა­უქ­მა. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, “არა­ნა­ირ ფა­სად არ უღირს, რომ ამან ქარ­თვე­ლე­ბი ორად გა­ყოს”.

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი:

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის შორს იყო, არ მინ­და, ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვინ­მეს­თვის ტკი­ვი­ლის მომ­ტა­ნი გახ­დეს. არ მი­ღირს ათი და ოცი ათა­სი დო­ლა­რი, თუ ამის გამო ჩემს საყ­ვა­რელ მსმე­ნელს გული და­წყდე­ბა. მუ­სი­კა ჩემ­თვის მხო­ლოდ ჰო­ნო­რა­რი არ არის – ეს სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც უნდა აერ­თი­ა­ნებ­დეს და არა ყოფ­დეს”

მომ­ღე­რალს ბოლო დროს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს. თავ­და­პირ­ვე­ლად, გეგ­მავ­და მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბას, რათა იქ პი­რად ექიმ­თან გა­ევ­ლო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და რამ­დე­ნი­მე სა­ღა­მოც გა­ე­მარ­თა, მაგ­რამ ახლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა – სამ­კურ­ნა­ლოდ ის­რა­ელს მი­ა­შუ­რებს.