პამელა ანდერსონს 12-დღიანი ქორწინების შემდეგ, რომანი საკუთარ თანამშრომელთან აქვს

ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის, 53 წლის პამელა ანდერსონისთვის 2019 წელი სასიყვარულო ფრონტზე არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგანაც მან რომანი ჯონ პიტერსთან სულ რაღაც თორმეტდღიანი ქორწინების შემდეგ დაასრულა.

 

 

 

მიუხედავად ამისა, ვარსკვლავის ცხოვრებაში სიახლეები არ მთავრდება და როგორც ირკვევა ამჟამად ის საკუთარ დაცვის წევრზეა შეყვარებული, რომელიც მასთან უკვე ორი წელია მუშაობს, თუმცაღა მათი დაახლოება მხოლოდ პანდემიის პერიოდში მოხდა.

 

 

ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, იქამდე კი, შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავი ქორწინებაში ოთხჯერ იყო და ორი შვილიც ჰყავს.