„ძალიან ვენდობი მამაკაცს, ყველა ვინც კი იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველა მიყენებდა“

„მთავარი არხის“ დილის რუბრიკის სტუმარი მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა იყო.

კითხვაზე, როგორი არის შეყვარებული ია, მსახიობი პასუხობს”

„მე ვაღიარებ, ამას არავინ აღიარებს, არცერთი ქალი. შეყვარებული ია არ არის კარგი. იმის გამო, რომ მძიმე კომუნისტური პერიოდიდან მოვდივარ და არასწორად ჩაგვიდეს ტვინში ბევრი რამ, მე ვარ ძალიან ადვილად მანიპულირებადი ქალი ვარ. ძალიან ვენდობი მამაკაცს. ყველა ვინც კი იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველა მიყენებდა. ამიტომ აღარ მინდა ვიყო შეყვარებული. ახლა არავის ვაყენებინებ თავს, შესაბამისად არავინ არ მიყვარს“ – ამბობს ია ფარულავა.