ჯონი დეპს 24 წლით უმცროს ქალბატონთან რომანი აქვს

უცხოური მედიასაშუალებები კიდევ ერთივარსკვლავური რომანის შესახებ გვამცნობენ. ამჯერად, ირკვევა, რომ სიყვარულის ახალი ობიექტი 57 წლის მსახიობს – ჯონი დეპს ჰყავს და ის 33 წლის სოფი ჰერმანია.

 

 

 

სოფი ჰერმანი მოდელი და მსახიობი გახლავთ, ხოლო წყვილის ურთიერთობაზე საუბარი Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაიწყო, რომელშიც აღნიშნულია, რომ წყვილი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს.