დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”არაერთხელ მითქვამს, დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს. როგორც კადრებიდან ჩანს ტვ პირველი ოპერატორი ვინმე ჯიოშვილი რეალურად ნაც აქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს. იცით რა არის სამწუხარო, ჯიოშვილს სამშობლოს გაყიდვაში აღებული გროშები ახარებს და აბედნიერებს, აი ეს არის მოღალატის სახე, რომელიც 30 ვერცხლად სამშობლოს ყიდის და სინანულის ნაცვლად ბედნიერებას არის მიცემული, ეს ადამიანები იუდაზე დიდი გამყიდველები არიან, რადგან იუდამ შეიცნო საკუთარი დანაშაული “დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდაი” ესენი კი? საკუთარ დანაშაულს ვერ ხვდებიან….”