“რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, იცოდეთ რომ ყველაფერი, უკეთესობისკენ ხდება და თან ასმაგად”

მოდელი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”არასდროს არ მიყვარს, საკუთარ თავზე ლაპარაკი.
ყოველთვის სხვებისგან ვარ ნაჩვევი შექებას.
არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ და რეალურად არაფერს წარმოადგენენ.
არ მიყვარს ამპარტავანი ადამიანები, რომლებიც თავს დაჩაგრულად აგრძნობინებენ სხვებს.
მე ჩემი ადამიანობა და უბრალოება მაქვს. რაც ყველაზე მეტად ფასობს პიროვნებაში.
თუ გავუცინე, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს თავზე დავისვამ.
ვიცი არსებობენ ჩემს ირგვლივ ვითომ “კეთილისმსურველები” მაგრამ ამავდროულად ელოდებიან, როდის მოხდება რაიმე უსიამოვნო ჩემს ცხოვრებაში.
ესეთ ხალხს ვეტყოდი..
რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, იცოდეთ რომ ყველაფერი, უკეთესობისკენ ხდება და თან ასმაგად !
მე ვამაყობ საკუთარი მიღწევებით/სტატუსით, ძალებით.
მშვიდად, ლამაზად უფრო წინ წავალ ✨ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე 🤫♥️”