ჯერ იყო გავთხოვდი და ის არ სჯეროდა მთელ ემიგრაციას რომ მე გავთხოვდი და იტყუებაო ამბობდით, ახლა კარიერის აწყობის გზას ვადგევარ და ყელში გეჩხირებით!, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი წერს.
“2018 წელს კოლუმბიაში გავიარე Multimedia Journalism -ის კურსები. გემახსოვრებათ, სერთიფიკატიც ავიღე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვიღაციებს ეჭვი შეეპარათ ჩემს ბედნიერებაში და კოლუმბიის ჟურნალისტიკის სკოლაში დარეკეს და იკითხეს, ნამდვილად დავდიოდი იქ თუ არა. მთელი ფაკულტეტი გაკვირვებული იყო.
ახლა #WCC-ში დაურეკავთ და უკითხავთ ცისნამი საყვარლიშვილი მართლა სტუდენტიაო. ნუ, ამას ქართველის მეტი ხომ არავინ არ იზამდა. მეცინება და მეტი რა ვქნა. არ გამკვირვებია ოღონდაც! ანუ, ამით რას ცდილობთ?! ვერ ვხვდები?
ჯერ იყო გავთხოვდი და ის არ სჯეროდა მთელ ემიგრაციას რომ მე გავთხოვდი და იტყუებაო ამბობდით, ახლა კარიერის აწყობის გზას ვადგევარ და ყელში გეჩხირებით!
რათა კაცო? რათა?!
ნეტავ ვიცოდე რომ აი, ვინმესთვის რამე დამეშავებინოს!
რა ვერ მომინელეთ და გადამსანსლეთ?! ყოველთვის ყელზე რატომ გეჩხირებით, ჰა?
ან ჩემს მეტი საქმე არ გაქვთ ამხელა ამერიკაში?
ვახ, გადამრევს ეს ხალხი რა!
სულ თავს მახსენებენ ჩემი მტრები, ჩვენც აქ ვართო!
ვახ, კაცო!
ძაან, ძაან მაგარ საგნებს ვსწავლობ!
1. Writing and Research!
2. News Literacy!
3. News Reporting & Writing!
4. Broadcast Journalism!
5. Multimedia Journalism 1.
პლიუს სტაჟიორი ვარ! Communication & Media Arts Internship!
And, I love my life! “, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.