“რაც საკუთარ დედას დავაკელი, მინდა ყველა დედას გადავცე…“

მომღერალი დათო კენჭიაშვილი მნიშვნელოვანი კონცერტისთვის ემზადება, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 7 მარტს გაიმართება. ეს დღე დედის ხსოვნას ეძღვნება, ადამიანის, რომელთანაც უხილავ კავშირს მომღერალი დღემდე გრძნობს…

რას ჰპირდება მომღერალი მსმენელს – ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა:

„პირველ რიგში, მსმენელს სიყვარულს და ემოციური ვიბრაციებით დატვირთულ საღამოს ვპირდებით. ამ კონცერტის მიზეზი მხოლოდ დედაა. 3 მარტს გვინდოდა, თუმცა, დროებში ვერ დაემთხვა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 7 მარტს გაიმართება. რაც საკუთარ დედას დავაკელი მოფერების, ყურადღების, ჩემი სიყვარულის სახით, მინდა, ყველა დედას გადავცე. მინდა, დედებს და მომავალ დედებს ერთ ლამაზი და დაუვიწყარი საღამო ვაჩუქო. ტრადიციად გვექცა და ალბათ, ყოველ წელს ასე გავაგრძელებთ“, – ამბობს კენჭიაშვილი.