“დე, ნეტა ჩემი მონატრების ერთ პროცენტს გრძნობდე…”

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დეე, ნეტა ჩემი მონატრების 1%-ს გრძნობდე… უშენო დღეებისთვის არ გამიმეტებდი… დამიბრუნდი, გემუდარები რააა“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.