თაკო ჩარკვიანი მეუღლეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.
“დღეს 27 თებერვალია და ძალიან მაგარი კაცი დაიბადა ამ დღეს – ჩემი ჯონი, ჰოდა ჩემს წილ სვანეთს, ჩემს თეთნულდს, ჩემს უშბას, მყინვარწვერს , ჩემს ვაჟკაცს, უანგაროს , გასაოცრად ჩუმად საქმის -სიკეთის მკეთებელს , ერთგულ და სანდო ადამიანს, ჩემს ჯონის -ჯონი გიგანს გაუმარჯოს. ერთხელ ვუთხარი ,ხშირად ადამიანებს რომელიღაც ცხოველს ვამსგავსებ ან ფრინველს, ჰოდა შენ ჩემი მგელი ხარ , მგელივით ძლიერი და ერთგული მეთქი, მერე რაღაც არ მეყო ნათქვამში ეტყობა და დავამატე ,
მოკლედ შენ ხარ სიკეთე დიდი
უშენოდ რაიმე არ მინდა ამ ქვეყნად.
მიყვარხარ-გვიყვარხარ მე და ირმას”, – წერს თაკო ჩარკვიანი.