“აღმოჩნდა სოფლის გამგებლის სახლი, სადაც თბილად მიიღეს და გულში ჩაიკრეს”

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

“როგორც იცით რუსთაველის აქციის დიდი ნაწილია გურიაში წასული. ჰოდა ერთ-ერთი მათგანი გუშინ სპეციალური აღჭურვილობით გადადიოდა ურთულეს სოფელში.დააღამდა და ჩარჩა სადაც იყო.

მივიდა ერთ-ერთ სახლში. აღმოჩნდა სოფლის გამგებლის სახლი, სადაც თბილად მიიღეს, გულში ჩაიკრეს, სველი ტანსაცმელი გააშრობინეს და ცხელი ჩაი დაალევინეს.

ღამე დაიტოვეს. დილით უთხრეს იქ ვერ ახვალ და გზა აღარ გააგრძელოო. ამან რა თქმა უნდა არ ისმინა და წავიდა, მაგრამ.

ამ უბედურების მიღმა რაც ჯერ კიდევ ტრიალებს გურიაში, მთავარი ამბავი ტრიალებს. ადამიანებმა ერთმანეთი დავინახეთ: აქამდე რომ მტერი და უსამშობლო გვეგონა ადამიანი აღმოჩნდა.

უსამშობლო კი არა, მთლად ქართველი ყოფილა, ერთ ენაზე მოლაპარაკე, პრობლემების გამზიარებელი, გულიანი. სიყვარულის ნიჭით.

ვინც იქეთა მხარეს დგას და მტერი გვეგონა ეგეც ადამიანი ყოფილა. ისიც ქართველი და ისიც სხვისი პრობლემის გამზიარებელი. გულში ჩახუტების უნარით.

და დავინახეთ რომ ჭირის, ლხინის, თბილი სახლის გაზიარებაც კი შეგვძლებია ნაც-ქოცებად რომ დაგვყო პროპაგანდამ. თანაცხოვრება კი არა, პრობლემის წინაშე ერთად ბრძოლა შეგვძლებია.

ალბათ ამ ისტორიას ორივე მხარე ამოიცნობს და თუ უნდათ თავად დაწერონ ვინც არიან. იქნებ მასპინძელს არ უნდოდეს, მაგრამ იცოდეს მადლობელი მხოლოდ ის ერთი ბიჭი არა, მთელი რუსთაველის გუშაგები ვართ.” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.