“დღეს ჩემი გამზრდელი დედიკოს დაბადების დღეა, უსინათლო ქალის, რომელმაც სხვისი გადაგდებული შვილი ისე გაზარდა როგორც საკუთარი”

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში გამზრდელ დედას დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.

“დღეს ჩემი გამზრდელი დედიკოს დაბადების დღეა. უსინათლო ქალის, რომელმაც სხვისი გადაგდებული შვილი ისე გაზარდა როგორც საკუთარი.
მაშინ როცა ჩემი ბიოლოგიური დედა კარიერასა და ცხოვრებას იწყობდა, დედაჩემი ჩემს აკვანს არწევდა და “იავნანას” მიმღეროდა.
გთხოვთ, ყველამ მივულოცოთ Dako-ს დაბადების დღე და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ.
მიყვარხარ დე და მადლობა ყველაფრისთვის.
ბედნიერი დაბადების დღე”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.