“ესაა მამას ბოდვა და ცეცხლოვანი ქალბატონი სიდონია” – ირაკლი ნოზაძე პატარა სიდონიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

„ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის – პიკასოს ცხოვრება ყოველთვის ხმაურიანი და სკანდალური იყო. წლების წინ საზოგადოებამ შეიტყო იმის შესახებ, რომ ის ქალმა დაჭრა, რის გამოც სკანდალში გაეხვია.

5 წლის წინ ირაკლიმ მესამედ იქორწინა. მისი მეუღლე, ია დუდაშვილი გახლავთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. მომღერალმა ახლახან სოციალურ ქსელში პატარა სიდონიასთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა:

„ესაა მამას ბოდვა და ცეცხლოვანი ქალბატონი სიდონია. მადლობა უფალო თითოეული წამისათვის!“, – წერს ირაკლი ნოზაძე.