“არასდროს გამჩენია ამ ქვეყნიდან სადმე წასვლის სურვილი”

“შუა ქალაქის” ყველასათვის საყვარელი გმირის სანდროს როლის შემსრულებელი, ჯაბა კილაძე fortuna.ge-სთან საუბრობს თავისი ცხოვრების შესახებ.

როგორც ჯაბამ აღნიშნა, მიუხედავას იმისა რომ მის თაობას ძალიან ბევრი ცუდი რამ აქვს გადატანილი მაინც არასდროს უფიქრია ამ ქვეყნიდან წასვლა.

“ჩემი თაობა გაიზარდა ძალიან მძიმე პერიოდში, სამოქალაქო ომი დაგვემთხვა და ყველა მძიმე წუთი, რაც ქვეყანამ გამოიარა, სროლით, ომით. ჩემს ცხოვრებაში არც ერთხელ არ ყოფილა ეტაპი, პატარაც რომ ვიყავი, მეთქვას, აუ, სად დავიბადე, ან გამჩენოდა ამ ქვეყნიდან სადმე საცხოვრებლად წასვლის სურვილი…”- ამბობს ჯაბა კილაძე.