”მამა ნიკოლოზის კართან შეყრილ სატანის მოციქულებს და ბოროტ სულებს მინდა ვუთხრა“

მარიამ მუშკუდიანი პოსტს ავრცელებს.

”მამა ნიკოლოზის კართან შეყრილ სატანის მოციქულებს და ბოროტ სულებს მინდა ვუთხრა, რა დღეში გყავთ ამოდენა ბერი? რეებს კადრულობთ, უსინდისო დაცემულებო, ამას რას ვუყურე დღეს. ნაცვლად იმისა რომ მოწიწებით, მოკრძალები იდგეთ მის კართან, ილოცებოდეთ, რას კადრულობთ ან რა მადლი უნდა წაიღოთ თქვენი უნამუსო საქციელიდან გამომდინარე მისგან.
ხელს უშლით, აბრკოლებთ, არ აძლევთ საშუალებას მასთან მისულ ნორმალურ მომლოცველებს.
როდის უნდა დაასრულოთ ეგ მარაზმი მის კართან.
თუ მაინცდამაინც გინდათ რომ პანღურით გაგყარონ მაქედან.
უფლის რისხვა არ აგცდებათ, ამდენი ბოროტებით.
სად არის საპატრიარქო, რატომ არ ხედავთ, რატომ არ იცავთ, რატომ არ აღუდგენთ მამა გაბრიელის სულიერ შვილს, მამა ნიკოლოზს ღვდელთმსახურებას? გვიპასუხეთ უფლის სახელს ამოფარებული ფარისევლებო.მწარედ მოგეკითხებათ ყველას ყველაფერი და ამას თვით უფალი იზამს.
მოახლოვდა ეკლესიის წმენდის და მხილების დრო დრო,მერე სად შეძვრებით როცა ეგ დაიწყება, დაცემული გვამებო.
დევნიდნენ და ავიწროებდნენ მამა გაბრიელს, მამა გიორგი ბასილაძე, მეუფე ილარიონს და დღეს მამა ნიკოლოზს, ისე ბნელა სამწუხაროდ ქართველი ერის დიდ ნაწილში, ვერ დაინახეს ვერ შეიცნეს ვერც ერთი ნამდვილი უდიდესი ბერები, რომელებიც უფალმა ქართველებს მოგვევლინა გადასარჩენად.
უღმერთოდ არაფერი ხდება, ამას გაიძახის მორწმუნე და ნამდვილი ბერები, რა ვერ გაიგეს, რა ვერ დაინახეს, რა ვერ შეიცვნეს, კიდე რამდენი დრო გჭირდებათ გაღვიძებისთვის.დღე არ გავა ახალგაზრდების დაღუპვის ამბავი არ გავიგოთ, რატომ ხდება ეგ დაფიქრდით, გაანალიზეთ, მადლის ნაცვლად მთელმა ბოროტმა სისტემამ მოიცვა კაცობრიობა.
არაფერიც არ ეშველება ამ ქვეყანას სანამ უფლის გზაზე არ დადგება ერი და ქვეყანა.”