“სულ მედარდებიან ასეთი ადამიანები, რომ გონიათ მათი შურთ, ამ დროს შესაშური კი არა საშველები არიან”

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია.

ამჯერად ტელეწამყვანი პოსტს აქვეყნებს, სადაც ეჭვიან ადამიანებზე წერს.

“ორი ადამიანი ვნახე, ნიჭიერები, კეთილები, მაგრამ ეჭვით შეპყრობილები.
განა ვინმეს რამეს უშავებდნენ, არა, უბრალოდ, ყველაზე და ყველაფერზე დაეჭვებულები იყვნენ.
მსჯელობდნენ, გეგმებს აწყობდნენ, ერთმანეთს აგიჟებდნენ, მერე ილუზიაში ვარდებოდენენ, ეძებდნენ ვის შურს მათი და განსჯიდნენ ყველას და ყველაფერს.
ერთმანეთსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ (ჩუმად) ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვის უფრო მეტად უყვარს და ვინ უფრო ერთგულია.
მე ვუსმენდი, ვუღიმოდი და ყველაფერზე ვეთანხმებოდი, რადგან ძალიან არ მინდოდა, მათი მსხვერპლი გავმხდარიყავი. მერე ღმერთმა იცის რას იფანტაზიორებდნენ ჩემზე.
აუცილებლად შემამკობდნენ თვალმოჭუტულები
ეჭვიანები – სულ მედარდებიან ასეთი ადამიანები, რომ გონიათ მათი შურთ, ამ დროს შესაშური კი არა საშველები არიან.
მძიმე და დამღუპველი რამ არის ეჭვი.
ეჭვი ანგრევს ფსიქიკას, არყევს ჯანმრთელობას, გაკარგვინებს ადამიანებს და რჩები ხელმოცარული.
ეჭვიანი ადამიანი არასოდეს არ არის ღირსეული, ის ნელ- ნელა კარგავს ადამიანის სახეს ( თან ძალიან ეტყობა გამომეტყველებაზე)
განდევნე ეჭვები, უშველე საკუთარ თავს და მომავალს.
არ შეშფოთდეთ, პაწია, პაწია, ეჭვები შეიძლება, აუცილებელიც კია, რათა თავზე არ დაგემხოთ ცხოვრება.
ეჭვიანი ადამიანები იმდენად გადართულები არიან, რას მოქმედებენ და ფიქრობენ სხვები, მთავარი ეპარებათ და საბედისწერო შეცდომებს ჩადიან.
მე მჯერა, რომ ყველას ვუყვარვარ, ყველას კარგი უნდა ჩემთვის, არ მშურს, ცუდს არაფერს ამბობენ, მხედავენ და ბედნიერები არიან, არც მტერი მყავს და არც მაგინებელი.
ასე დავიჯერე მე, ასე ვიღვიძებ და ვიძინებ, არ დავეძებ, მე ხომ კარგად ვგრძნობ თავს, თქვენ რაც გინდათ ის ქენით ეჭვიანებო, მე ჩემი მაინც გითხარით.
წელს ალუბალი ეღირება ძალიან ძვირი, არა და აუცილებლად უნდა მივირთვათ, ძალიან სასარგებლოა.
გიორგი ჯაჯანიძე.