ასე ბევრი ადამიანი არ მოიქცეოდა – რა გააკეთა ცნობილმა თურქმა ექიმმა მარიამის ოპერაციის შემდეგ და რას ამბობს ქართველების შესახებ

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

გოგონა მთელმა ქვეყანამ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფ დანტესის, იგივე დავით ოქროპირაშვილის პოსტებიდან გაიცნო.

მარიამს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

დანტესის, ექიმის, მარიამ იობაშვილის, ასევე საზოგადოების დახმარებით მარიამი თურქეთში წაიყვანეს.

ძალიან კარგად არის მარიამი, რეანიმაცია არ დასჭირდა, რაც ყველაზე მეტად გვანერვიულებდა, პირდაპირ პალატაში გადმოიყვანეს, გუშინ გავლაც მოახერხა, ცოტ-ცოტა საჭმელსაც ჭამს. არ ველოდებოდით, გაოცებულები ვართ ასეთი დადებითი შედეგით.

ექიმი ამბობდა, რა ილოცეს ასეთი საქართველოში, ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონია ოპერაციის დროსო,“ – აღნიშნა დავითმა.

დავითი წერს რომ ექიმმა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, თავისი ხელობის ჰონორარი საერთოდ არ აიღო და მხოლოდ კლინიკის ხარჯების გადახდა მოუწიათ.

ნახეთ რას ყვება დავითი.