“ჩემი მეგობრები ეძებენ სახლს…“ – სად აპირებს გადასვლას საცხოვრებლად გია სურამელაშვილი

მომღერალმა გია სურამელაშვილმა, ქუთაისში რესტორანში გამართული კონცერტისას, მოულოდნელად განაცხადა, რომ საცხოვრებლად იქ სურს გადასვლა – ამის შესახებ ჟურნალი „სარკე“ წერს:

„იცით ახალი ამბავი? რაღაცნაირად მომივიდა აზრად, რომ ქუთაისში გადმოვსახლდე. ჰოდა ახლა ჩემი მეგობრები ეძებენ სახლს. არ არის გამორიცხული სულ მალე აქ ვიცხოვრო“, – მიმართა გია სურამელაშვილმა მსმენელს.