ე.წ კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს კრიმინალურ წრეებში კარგად იცნობენ, თუმცა ამ დრომდე პრესაში ბევრი არაფერი დაწერილა მის ოჯახზე და შვილებზე.
ახლა მედიის ყურადღება „კრიმინალური ავტორიტეტის“ ქალიშვილის ცხოვრებამ მიიპყრო. მარია კალაშიკს აქვს საერთაშორისო ურთიერთობები ხარისხი, ახლა ლონდონში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. „კანონიერი ქურდის“ შვილი ბლოგერია ინტერნეტ სივრცეში ათასობით გამომწერი ჰყავს.
გოგონა ბევრს მოგზაურობს, უყვარს ძვირადღირებული ნივთები და გლამურული ცხოვრება.
2024 წლის ივლისში მარია თბილისს ეწვია და თავის ტელეგრამ არხზე აღწერა სასტუმრო “სტამბაში” გაჩერება და ადგილობრივი რესტორნების მონახულება.
კალაშოვის ოჯახი ფლობს მდიდრულ ქონებას მოსკოვის პრესტიჟულ რაიონში, რუბლიოვკაზე, სადაც სახლის ინტერიერი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმდიდრითა და ბრენდული ნივთებით. მარია ასევე აშენებს ბინას მოსკოვში, რომლის ღირებულება 6 მილიონ დოლარს აღწევს და მდებარეობს “მწერლების სახლში”.