“მამას შვილებმა მოვაყვანინეთ ცოლი, არ გვინდოდა მარტოობისთვის ყოფილიყო განწირული”

“მამას შვილებმა მოვაყვანინეთ ცოლი, არ გვინდოდა მარტოობისთვის ყოფილიყო განწირული”

ნინო დავითიანმა ჟურნალ “სარკეში” მამის დაქორწინების შესახებ ისაუბრა.

“როდესაც დედა გამოგვაკლდა ერთმანეთს ვამხნევებდით. გიამ მაშინვე დიდი პასუხიმგებლობა აიღო ჩვენზე, ყველაფერს აკეთებდა, რომ ტკივილს გავმკლავებოდით. მას ყველაზე მეტად გაუჭირდა ამ ტრაგედიის გადატანა, მაგრამ არ იმჩნევდა…

– როდესაც მამის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა და ეს ყველაფერი ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა, როგორი იყო თქვენი შვილების პოზიცია?

– პირველივე წუთიდან ჩვენ მამის გვერდით ვიდექით, ძალიან დადებითად მივიღეთ ეს ამბავი და ჩვენც გვინდოდა მის ცხოვრებაში ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ეყვარებოდა და რომელსაც ეყვარებოდა. მამას შვილებმა მოვაყვანინეთ ცოლი. არ გვინდოდა მარტოობისთვის ყოფილიყო განწირული.