“სარკეში ჩახედვის შემდეგ აღარ იცოდა, მადლიერება როგორ გამოეხატა…“

“სარკეში ჩახედვის შემდეგ აღარ იცოდა, მადლიერება როგორ გამოეხატა…“

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.

მარიამის გულშემატკივრებს მის ვიდეოებს ყოველდღიურად უზიარებს ცნობილი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“, რომელიც მარიამის ოჯახის წევრებთან ერთად, თავადაც თურქეთში იმყოფება. დავით ოქროპილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს – მარიამმა ემოციურად მოულოცა დაბადების დღე მედეა იობაშვილს, კოორდინატორ-თარჯიმანს, რომელიც საზოგადოებამ ასევე „დანტესის“ ვიდეოებიდან გაიცნო – მედეას მარიამის ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მან შეიტყო მარიამის შესახებ, დაუკავშირდა საქართველოში დავით ოქროპილაშვილს და ამასთან, მან სთხოვა ექიმ ალთან ვაროლს ოპერაციის გაკეთება.

 „მედეას დაბადების დღე ჰქონდა გუშინ და მარიამმა გვთხოვა მედეასთვის საჩუქრების ყიდვა რომ გაეხარებინა მისი მეგობარი“ – წერს დავით ოქროპილაშვილი. როგორც ვიდეოსი ჩანს, მარიამმა მედეას ულამაზესი ყვავილების თაიგული და საჩუქრები მიართვა. „ყვავილები სარკეში ჩახედვის მერე იყო, მადლიერება აღარ იცოდა როგორ გამოეხატა“, – წერს მედეა იობაშვილი ვიდეოს კომენტარების ველში.