ზურა ხაჩიძე საგამოძიებო კომისიას მადლობას უხდის.
“კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას და მის წევრებს, რომლებმაც ნათლად დაგვანახეს რა კაციჭამიების ხელში იყო უახლოეს წარსულში ჩვენი ქვეყანა… მადლობა გოგა ხაინდრავას, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და ნაცჯალათებთან კომპრომისზე არასდროს წასულა, მას არც მაშინ მივუტოვებივართ, როცა ახალგაზრდები ქუჩაში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას ვაპროტესტებდით, ის ყოველთვის ამხელდა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობს და საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება!
ასევე მადლობა ბატონ სოზარ სუბარს, რომელიც ჯერ კიდევ სახალხო დამცველი იყო, როცა რეჟიმის მხილება დაიწყო, რასაც იმ დროს განსაკუთრებული გამბედაობა და მამაცობა სჭირდებოდა!