“მარიამმა ოპერაციის შემდეგ…” – “დანტესი” ახალ კადრებს აქვეყნებს

“მარიამმა ოპერაციის შემდეგ…” – “დანტესი” ახალ კადრებს აქვეყნებს

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.

მარიამის გულშემატკივრებს მის ვიდეოებს ყოველდღიურად უზიარებს ცნობილი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“, რომელიც მარიამის ოჯახის წევრებთან ერთად, თავადაც თურქეთში იმყოფება. დავით ოქროპილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.

მარიამს ახლა რეაბილიტაციას გადის და თავს კარგად გრძნობს.

ნახეთ, ახალი კადრები: