დემნა გვასალია ივლისიდან Balenciaga-დან Gucci-ს მოდის სახლში გადაბარგდება და იტალიურ ბრენდშიც კრეატიული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.
იმის მიუხედავად, რომ Kering Group-ი კონკრეტულად Balenciaga-ს ზუსტ შემოსავლებს არ ასაჯაროვებს, HSBC-ის გამოთვლებით, დემნა გვასალიას მისვლის პირველ წელს ბრენდის შემოსავალი 200 მილიონი ევრო იყო, 2021 წელს კი ამ თანხამ 1.76 მილიარდი ევრო შეადგინა. შესაბამისად, 6-წლიან პერიოდში კომპანიის მოგება თითქმის 9-ჯერ (8.8) გაიზარდა.
შედარებისთვის – Voguebusiness-ის მონაცემებით, Gucci-ს 2022 წელს 10.5 მილიარდი ევროს შემოსავალი ჰქონდა, 2024-ში კი ეს თანხა 7.65 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა მაინც ორჯერ მეტი იყო მის კონკურენტ „პრადას“ (3.56 მილიარდი) შემოსავალზე.
სოხუმში დაბადებული გვასალია, რომელიც, სხვათა შორის, დღეს (25 მარტი) 44 წლის გახდა, Gucci-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე საბატო დე სარნოს ჩაანაცვლებს – ბრენდს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ტომ ფორდის შემდეგ (1995-2004 წ.) დემნა გვასალია Gucci-ს პირველი არაიტალიელი კრეატიული დირექტორი იქნება.