ყველა ემიგრანტი თავისი ქვეყნის სახეა. ყველა მათგანი შეძლებისდაგვარად ცდილობს თავისი ქვეყნის გენი, კულტურა, განსაკუთრებულობა გააცნოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს. რესტორანი „ტიფლისი“, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ჰააგაში გაიხსნა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და იქ მისულ სტუმრებს სასიამოვნოდ აოცებს, გემრიელი კერძები და სასმელი აღუძრავს სურვილს, იმ საოცარ ქვეყანაში იმოგზაურონ, ის საოცარი ბუნება და ხედები შეიგრძნონ, იმ ენერგეტიკით დაიმუხტონ, რასაც სწორედ ამ სივრცეში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ხედავენ.
ეს საოცარი ადგილი ულამაზესმა ქართველმა ემიგრანტებმა, ორმა მეგობარმა – ნინა ხონელიძემ და ნათია შარვაშიძემ გახსნა. ასე გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ თავისი ქვეყნის პოპულარიზაცია ჰააგაში, ამ „დიპლომატიურ“ ქალაქში, ნიდერლანდების სამეფოში. შემდეგ მათ თიკა სვანიძე-ვენკოც შეუერთდა, თავისი უნიკალური ღვინოებით. მათ მთელი თავიანთი ენერგია და რესურსი ჩადეს და დღეს ამაყები არიან, რომ შეუძლიათ, ამ ჩანაფიქრით რესტორანში მისული, არა მარტო უცხოელები, არამედ ქართველი ემიგრანტები და დიპლომატებიც გააბედნიერონ.
„ტიფლისი“ ის მყუდრო, ლამაზი და მაგიური ადგილია, სადაც ქართული სული და გენეტიკა დიდი დოზით იგრძნობა და სადაც, სასიამოვნო ქართული მუსიკისა და საქართველოს ბუნების დიდ ეკრანზე ყურების ფონზე, გემრიელ ქართულ და ევროპულ კერძებთან ერთად, ექსკლუზიურად, ქვევრში დავარგებულ ღვინოსა და ასევე, ექსკლუზიურად ჩამოსხმულ ჭაჭას დააგემოვნებთ.
ნინა ხონელიძე (რესტორან „ტიფლისის“ დამფუძნებელი): რესტორანი „ტიფლისი“ ორი თვის გახსნილია და მიხარია, რომ უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ამ რესტორნის გახსნის მიზანი იყო ქართული კერძების, სასმლისა და კულტურის გაზიარება უცხოელებისთვის. ასევე, იმ სტუმარმასპინძლობის ჩვენება, რაშიც ქართველები მართლაც უნიკალურები ვართ. როგორც მოგეხსენებათ, „იუნესკომ“ ქართული სამზარეულო და ღვინო კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადა და ჩვენი იდეა და მოტივაციაც ეს იყო, რომ უცხოელებისთვის ჩვენი ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა სწორედ ამ რესტორნიდან გაგვეზიარებინა. მოხარულები ვართ, რომ უმოკლეს დროში, ბევრი ადამიანის საყვარელი ადგილი გახდა და უამრავი ადამიანი გვსტუმრობს. ჩვენი რესტორნის მენიუში კერძების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. აქ, ფაქტობრივად, რაც საქართველოში მზადდება, ყველაფერს დააგემოვნებთ. ამ რესტორნის უდიდესი პრივილეგია არის ის, რომ გვაქვს საქართველოდან ჩამოტანილი ღვინო, რომელიც უნიკალური ჯიშების „ბუკეტია“ და მისი არაჩვეულებრივი გემოვნური თვისება სტუმრების გაოცებას იწვევს. ამისთვის დიდი მადლობა თიკა სვანიძე-ვენკოს, რომელიც ამ ღვინის მწარმოებელია.
„ტიფლისში“ მოხვედრილი ადამიანი ერთი გადახედვითაც მიხვდება, რომ მის დამფუძნებლებს ამ სივრცეში მთელი გული და სული აქვთ ჩადებული და ცდილობენ, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით, მრავალფეროვანი და უგემრიელესი კერძები შექმნან, მათი გასინჯვით იქ მისული საზოგადოება არარეალურ სამყაროში ამოგზაურონ, გაუჩინონ სურვილი, კიდევ ერთხელ გასინჯონ ჩვენი უნიკალური სამზრეულო, შესვან საქართველოში დაყენებულ-დავარგებული, უნიკალური ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო. ინტერიერის გაფორმებაში ქართველი ქალის სილამაზე და სტუმართმოყვარეობაა წამოწეული, რომელიც აღგიძრავს სურვილს, კიდევ ერთხელ მიხვიდე და კიდევ ბევრი სიახლე აღმოაჩინო ქვეყანაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია.
თიკა სვანიძე-ვენკო (კომპანია TIKA SVANIDZE VANCKO ESTATE WINERY-ის დამფუძნებელი): ჩემი კომპანიის
აღსანიშნავია, რომ რესტორანი „ტიფლისი“, გარდა იმისა, რომ იქ მისულ სტუმრებს გემრიელი ქართული და ევროპული ხარისხიანი კერძებით უმასპინძლდება და ქართული უნიკალური, ექსკლუზიურად ჩამოსხმული, სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინითა და ჭაჭით აოცებს, ასევე, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. იქ, მისული სტუმრების უმრავლესობას, უდიდესი სურვილი უჩნდება, თავისი თვალით იხილოს ის ჯადოსნური სამყარო, რასაც ჩვენი ქვეყანა ჰქვია.