“მამამ არ იცოდა ეს ამბავი, გუშინ გაიგო, ბიძაშვილმა დამაძალა ყურადღება მიმექცია ხალისთვის, რომელიც უცნაურად იზრდებოდა”

ერთი თვის წინ, მომ­ღე­რალ­მა თიკა ჯამ­ბუ­რი­ას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. დი­აგ­ნო­ზი იყო მე­ლა­ნო­მა, რის შემ­დე­გაც მომ­ღე­რალს მკლავ­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

“რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და და ეს შრა­მიც უკვე შე­ვიყ­ვა­რე“ – და­წე­რა გუ­შინ მომ­ღე­რალ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რა­საც რო­გორც მე­დი­ის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

რო­გორც ჩანს, თიკა იმ­დე­ნად შე­წუხ­და ზა­რე­ბით, რომ გა­და­წყვი­ტა ამ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ერთი, ამ­ჯე­რად ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

– რო­გორ არ მინ­დო­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და ჩემი ბრა­ლია. რას გა­ვა­კე­თე ეს ერთი ვი­დეო. მეთ­ქი ტიკ-ტოკ ტრენ­დს ავ­ყვე­ბი და გა­ვა­კე­თებ, არ მე­გო­ნა ამ­ხე­ლა ამ­ბავს თუ აწევ­და მთე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ონ­ლა­ინ სივ­რცე.

მოკ­ლედ მოვ­ყვე­ბი და გთხოვთ ცალ-ცალ­კე აღარ და­მირ­ე­კოთ და არც მომ­წე­როთ, ტრა­გი­კუ­ლი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხმე­ბით, თით­ქოს უკვე რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა და­მე­მარ­თა და სა­ი­ქი­ოს გზა­ზე ვარ.

იუ­მო­რი იქით იყოს და მარ­თლა ძა­ლი­ან სა­ნერ­ვი­უ­ლო პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ მე და ჩემ­მა ყვე­ლა­ზე ახ­ლობ­ლებ­მა, სა­ნამ ოპე­რა­ცია და კვლე­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბი მო­ვი­დო­და. თუმ­ცა არ ვი­ყა­ვით ში­ნა­გა­ნად ცუ­დის­კენ გან­წყო­ბი­ლე­ბი, რა­ღაც­ნა­ი­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დე­ბო­და. ასეც მოხ­და. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის თე­ო­ნას, დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა რო­მე­ლიც კლი­ნი­კა „კან­ში“ მუ­შა­ობს და და­მა­ძა­ლა კვლე­ვა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ყუ­რა­დღე­ბა მი­მექ­ცია ჩემი ხა­ლის­თვის, რო­მე­ლიც უც­ნა­უ­რად იზ­რდე­ბო­და და იმა­ზე დრო­უ­ლად მი­ვუს­წა­რით ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბო­და ….

ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია, მად­ლო­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რი შენ. მეტს ნუ­ღარ მო­მა­ყო­ლებთ, გთხოვთ, არ მინ­და ასე­თი დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყო­ლო­და ამ ამ­ბავს. და კი­დევ, მა­მამ არ იცო­და ეს ამ­ბა­ვი და ბო­დი­ში მამა. გუ­შინ გა­ი­გო ნი­უ­სე­ბით.

p.s გთხოვთ აღარ მკი­თხოთ არა­ფე­რი. ჯან­მრთე­ლი ვარ, კარ­გად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და.