ცნობილი ქართველი ინფლუენსერი და ჟურნალისტი იაკო ჭალაგანიძე გუშინ იუბილარი იყო.
უმშვენიერესმა იაკომ საკუთარ დაბადების დღეს ორმაგი მნიშვნელობა შესძინა და დაბადების დღეზე ქორწილიც გადაიხადა.
იაკოს მეუღლე ბიზნესმენი მიხეილ გოგიაშვილია, წყვილს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ქორწილის გადახდა 15 წლის შემდეგ გადაწყვიტეს.
იაკოს და მიხეილის ქორწილში უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი.
პატარძალს ქორწილში “ლენამეს” ორიგინალური თეთრი სამოსი ეცვა.
წვეულების დასასრულს წყვილს მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს და “ალუბალში” მოულოდნელად ქსოვრელების უფროსი თაობა გამოჩნდა.