“ცოლი კი არ უნდა მოიყვანო, ქალი მოიყვანო ცოლად…“

“ცოლი კი არ უნდა მოიყვანო, ქალი მოიყვანო ცოლად…“

მსახიობი, მომღერალი, პოეტი, გიორგი გილიგაშვილი სტუმრად გადაცემაში „ღამის შოუ“ იმყოფებოდა, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა:

გიორგი გილიგაშვილი: ვაგონებ საკუთარ თავს, ყველა ადამიანს და შენც ჩემო ძმაო გიორგი, რომ გულში მუდამ მზე გვქონდეს. მზით სავსე გულებით ცხოვრებაც ღიმილიანი იქნება და ჩვენი ღიმილი შეძლებს უკუნის განათებას, ძმათა შერიგებას და გაღმერთიანებას. როგორ გამოვიმზირები ამას მეკითხებით? განა ყველა ჩვენთაგანში არ არის ჩოხა-ახალუხი.

გიორგი გაბუნია: როდის უნდა მოიყვანო ცოლი?

გიორგი გილიგაშვილი: ჩემმა მოძღვარმა დამარიგა – შვილო ცოლი უკვე სხვისას ნიშნავსო. ასე რომ ერთხელ მე და ჩემი ძმაკაცი ავდექით ვვახშმობდით მამებთან ერთად. უკბილოდ ვიხუმრეთ, სად მიდიხართო რომ გვკითხეს ვუპასუხეთ მამაო ცოლები უნდა მოვიყვანოთ-მეთქი. ვის ცოლს დაადგით თვალიო. ცოტა შეგვრცხვა. ცოლი უკვე სტატუსს, სხვისას ნიშნავს, ასე რომ ცოლი კი არ უნდა მოიყვანო ქალი მოიყვანო ცოლად. როცა ღმერთი ინებებს მაშინ. ზღვას მთავაზობენ სიყვარულისას და მე ოკეანე მსურს.