ბუდუ ზივზივაძის მეუღლე მეგობრების ქორწილიდან შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

ინფლუენსერმა გვანცა მაჭარაძემ და ფეხბურთელმა ბაჩო არაბულმა ქორწილი საბერძნეთში, სანტორინიზე გადაიხადეს.

ქორწილში სტუმრად იმყოფებოდა ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე მეუღლესთან, ნინი კვერნაძესთან ერთად.

„საბერძნეთო, ჯადოსნური იყავი“ , – წერს ნინი და სანტორინზე გადაღებულ მორიგ ულამაზეს კადრებს აზიარებს.