“კახა კალაძემ შესძლო ის, რაც ვერ გააკეთა სხვამ, 1991 წლიდან დღემდე”

ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

2017 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” ოფისიდან დამირეკეს, თბილისის მერის კანდიდატს, კახა კალაძეს უნდა მოსვლა თქვენს დაუსრულებელ კოოპერატიულ კორპუსში და დახვდითო.

მანამდე, 2012 წლის 17 მაისს, ბიძინა ივანიშვილს შევხვდით 300 დაზარალებული. მოგვისმინა და რადგან არ ვიცი ბიუჯეტი ამათ ხელში რა მდგომარეობაში დაგვხდება, არ ვიცი, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, თუმცა სიტყვას გაძლევთ სახელმწიფო ვალს თქვენს წინაშე ღირსეულად ვუპასუხებთო.
პირველი დათო კირკიტაძე მოვიდა. ნაცი კი არა, მთაწმინდის გამგებელი რომ არის, ის. ცოტა ხანში კალაძე, მანანა თოქმაჯიშვილი, ვაკის მაშინდელი გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და ბევრი სხვა მოვიდნენ. მეზობლებიც შეიკრიბა, ბევრი ხალხი იყო და კახას ვთხოვე, ორი სიტყვა მაქვს სათქმელი და თუ არ დაიზარებ, ჩემს ბინაში, მე-5 სართულზე ავიდეთ-თქო. რა დაიზარა-კიბეებზე ვერ დავეწიე.
დავიწყე პრობლემის ახსნა და ყველაფერი ვიციო. ცოტა დრო მომეცი, გავერკვევი და ყველას მოგხედავთ, ვალს გასტუმრება უნდა, ღირსეული სახელმწიფო ასე უნდა მოიქცესო.
ჩემს დაუსრულებელ კოოპერატიულ კორპუსზე ორი გამოცხადებული ტენდერით რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა.
ზოგადად პრობლემის შესახებ დღეს გავიგე- თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით 3500 დაზარალებულისგან 2500 უკვე ახალ ბინაში ცხოვრობს.
ზემოთ გამომრჩა, 2012 წლის 20 იანვარს, გია ცაგარეიშვილს, კარლო კოპალიანს და დიმიტრი ლორთქიფანიძეს შევხვდით პარლამენტში. საერთო წერილი გადავეცით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გია ცაგარეიშვილმა გადასცა.
ჰო, 2012 წლის აგვისტოს თვეში “ქართული ოცნების” ოფისში დათო ონოფრიშვილს შევხვდით 100-მდე დაზარალებული. დათოს ფინანსური მიმართულება მიჰყავდა.
კახა კალაძემ შესძლო ის, რაც ვერ გააკეთა სხვამ, 1991 წლიდან დღემდე!
უღრმესი მადლობა ყველას!”