დოქტორ ვერა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”არ ვიცი, რა ვთქვა… არ ვიცი, რა გავაკეთო.
ჩვენი ურთიერთობა წლების წინ დაიწყო, როგორც პაციენტისა და ექიმის.
შემდეგ – ჩემი მოსწავლე გახდა.
წარმატებით დაასრულა სწავლა და სულ მალე უკვე ჩემი კოლეგა იყო.
მოკლე დროში მიაღწია იმას, რისთვისაც სხვები წლები იბრძვიან –
თავი დაიმკვიდრა, შექმნა ლამაზი ოჯახი… და თითქოს დრო იყო, რომ ცხოვრებით დამტკბარიყო.
მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება დაუნდობელია.
მხოლოდ ის მიხარია, რომ მოვასწარი და ვნახე შენი ბედნიერება.
რომ მეც მქონდა პატივი, ჩემი წილი შემეტანა შენს სიხარულში, სანამ დრო იყო.
ჩემო ნაზო, ჩემო ძვირფასო…
შეხვედრამდე 🕊️“
არ ვიცი, რა ვთქვა… არ ვიცი, რა გავაკეთო.
ჩვენი ურთიერთობა წლების წინ დაიწყო, როგორც პაციენტისა და ექიმის.
შემდეგ – ჩემი…Posted by Dr.vera & Aesthetic on Sunday, August 3, 2025